logo
ENG



იგორ დოლგოვი: გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს ნუ დავუკავშირებთ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულას"

07 ოქტ 201918:43
3 წუთის საკითხავი
 
mljuihvahl6py2s.png

საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის განცხადებით, ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულა," სიტუაციის დარეგულირების დიდი გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

ამის შესახებ მან საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ეს აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევაა და გთხოვთ, გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს ნუ დავუკავშირებთ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულას." გთხოვთ გესმოდეთ, რომ შტაინმაიერის ფორმულა სიტუაციის დარეგულირების დიდი გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილია. პრობლემების სრული მოგვარებისა და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად, საკითხების მომზადება ძალიან ფრთხილ და არასაჯარო მუშაობას მოითხოვს. ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი, ვიდრე ნორმანდიული ოთხეულის სამიტი არ შედგება, ცნობილი არ იქნება,“ - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის მიმართ, მოლოდინი დიდია, რადგან სწორედ მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას გულისხმობს. ეს გეგმა „შტაინმაიერის ფორმულის" სახელითაა ცნობილი.

ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ის 2008 წელს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონს, აფხაზეთს სტუმრობდა, თუმცა, მის მცდელობებს მაშინ შედეგი არ მოუტანია. 

 

 

 

 


close დახურვა